create a web page for free

ალტიმატ ფრისბი

გუნდური თამაშია მფრინავი დისკით, სადაც თამაშობს 2 გუნდი თითოში 7 მოთამაშით. სათამაშო მოედანი მართკუთხა ფორმისაა, სიგანით ზუსტად ფეხბურთის მოედნის ნახევარია. თითოეული გუნდის მიზანია ქულის მოგება. ამისათვის ამ გუნდის მოთამაშემ უნდა დაიჭიროს დისკი მოწინააღმდეგის ზონაში. მოთამაშეებს არ შეუძლიათ დისკით გადაადგილება, მაგრამ შეუძლიათ დისკის გადაცემა თავისი თანაგუნდელისთვის ნებისმიერი მიმართულებით. დაუსრულებელი პასის დროს დისკი გადაეცემა მოწინააღმდეგეს. ესეგი დაცვაში მყოფი გუნდი იღებს დისკს და იწყებს შეტევას. ჩვეულებრივ თამაში გრძელდება 17 ქულამდე და დაახლოებით 100 წუთი. ალტიმატი – სპორტის უკონტაქტო სახეობაა, რომელშიც მსაჯების როლს თავად მოთამაშეები ასრულებენ. მოთამაშეები ხელმძღვანელობენ თამაშის სულის პრინციპებით.ალტიმატის 10 ძირითადი წესი 

1. მინდორი- მართკუთხა ფორმის გამოყოფილი ზონებით მინდორის ორივე ბოლოში. ცენტრალური მინდვრის ნაწილის ზომებია 64მX37მ, გვერდითი ზონები კი 18 მეტრიანია 

2. თამაშის დაწყება- ყოველი ქულის გათამაშება იწყება გუნდების განლაგებით მინდვრის იმ ზონაში, რომლებსაც იცავენ. მცველ გუნდს შემოაქვს დისკი თავდამსხმელი გუნდის მიმართულებით. გუნდები წესის შესაბამისად არის 7 კაციანი (დარბაზში 5 კაციანი).

3. თვლა- ყოველთვის, როდესაც თავდამსხმელი გუნდის მოთამაშე იჭერს დისკს მოწინააღმდეგის ზონაში, თავდამსხმელ გუნდს ეთვლება ქულა. თამაში ახლდება ყოველი ქულის შემდეგ.

4. დისკის მოძრაობა- დისკი შეიძლება მოძრაობდეს ნებისმიერი მიმართულებით. მოთამაშემ დისკით უნდა მისცეს პასი არაუმეტეს 10 წამისა. მცველი ითვლის 1-დან ათამდე ერთ წამიანი ინტერვალებით.

5. ფლობის გადაცემა- თუ პასი არ დასრულებულა (ანუ შეეხო მიწას ან რაიმეს მინდვრის ფარგლებს მიღმა ან მოიგერიეს) მაშინ დამცველი გუნდი ფლობს დისკს და ხდება თავდამსხმელი.

6. ცვლილება- მოთამაშის შეცვლა ხდება ქულის შემდეგ ან ტრავმის გამო შესვენების დროს.

7. უკონტაქტო- მოთამაშეებს შორის კონტაქტი აკრძალულია. ფიზიკური კონტაქტი ითვლება წესების დარღვევად.

8. დარღვევა- დარღვევა ხდება მოწინააღმდეგე გუნდების წევრების ფიზიკური კონტაქტის შედეგად, თუ დარღვევის შედეგად იკარგება დისკი, მაშინ თამაში ახლდება ისე თითქოს არ მომხდარა ფლობის გადაცემა თუ მოთამაშე რომელმაც დააღვია წესები თვლის, რომ მას წესი არ დაურღვევია მაშინ დისკი უბრუნდება მსროლელს.

9. მსაჯობა- მოთამაშეები პასუხიმგებლები არიან წესებისა და მინდვრის ხაზების დარღვევებზე. მოთამაშეები თვითონ წყვეტენ მოედანზე წარმოქნილ სადაო საკითხებს

10. თამაშის სული- ალტიმატში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერ თამაშს და მაღალ ტექნიკას. შეჯიბრების სული მისასალმებელია, მაგრამ არსდროს მოთამაშეების ურთიერთპატივისცემის, წესების დაცვის ან თამაშისგან სიამოვნების საზიანოდ.

1. გათამაშება , ქულა, თამაში.

1.1. თამაში შედგება განსაზღვრული რაოდენობის მოთამაშეებისაგან. თითოეული გათამაშება მაშინ მთავრდება, როდესაც რომელიმე გუნდი იღებს ქულას.

1.2. თამაში მთავრდება, როცა რომელიმე გუნდი აღწევს 17 ქულას (იგებს)

1.3. თამაში იყოფა 2 ნახევრად . დასვენება ცხადდება მაშინ როცა რომელიმე გუნდი აღწევს 9 ქულას.

1.4. თითოეული ნახევრის პირველი ქულის გათამაშება იწყება თამაშის ნახევრის დაწყების თანავდროულად.

1.5. თუ მოგებული ქულის შემდეგ თამაში არ დამთავრდა და არ გამოცხადდა შესვენება ; მაშინ:

1.5.1. მაშინვე იწყება შემდეგი ქულის გათამაშება .

1.5.2. გუნდები ცვლიან მხარეებს

1.5.3. გუნდი, რომელმაც მოიგო ქულა, აკეთებს პულს (ნაწ.7)

2. ფლობის გადაცემა

2.1. ფლობის გადაცემა ერთი გუნდიდან მეორეზე ხდება მაშინ, როცა :

2.1.1. დისკი ეხება მიწას, ამასთან დისკს არ ფლობს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშე (“ მიწა”)

2.1.2. დისკი გადაეცემა ერთი მოთამაშიდან მეორეს (ანუ გადაცემის დროს დისკი არ არის ჰაერში) (“ hand over”).

2.1.3. მსროლელი განზრახ აკეთებს ისე , რომ დისკმა აისხლიტოს სხვა მოთამაშიდან მისკენ (“რიკოშეტი”).

2.1.4. პასის გაკეთებისას, მოთამაშე ეხება დისკს სროლის შემდეგ, მაგრამ მანამდე სანამ დისკს შეეხება მოწინააღმდეგე (“ორმაგი შეხება”).

2.1.5. პასი დაიჭირა დამცველმა (“ პერეხვატი”) .

2.1.6. დისკი გადის აუტში “(აუტი”)

2.1.7. მოთამაშემ არ ისროლა მანამდე, სანამ დამბლოკველმა სტოლ-ათვლის დროს თქვა “ათი” (“სტოლ-აუტი”).

2.1.8. მოთამაშე დისკით აცხადებს ტაიმ-აუტს , მაშინ როცა მის გუნდს აღარ დარჩა ტაიმ-აუტები. (ტაიმ-აუტების წესის დარღვევა) .

2.1.9. მიმღებ მოთამაშის მიმართ გამოცხადდა თავდასხმაში ფოლი გასაჩივრების გარეშე (15.6) :ან

2.1.10. პულის მიღებისას მიმღები გუნდის მოთამაშე ეხება დისკს მანამ, სანამ დისკი შეეხება მიწას, და ამასთანავე ვერ შეძლებს დისკის დაჭერას (“დაკარგვა პულის დროს”)

3. ურთიერთსაწინააღმდეგო ფოლი

3.1. თუ ერთ ეპიზოდში ფოლს აცხადებენ ოროვე გუნდის მოთამაშეები, დისკი უბრუნდება მსროლელს.

4. დარღვევა

4.1.1. დარღვევად ითვლება ქმედება, რომლებსაც ეწინააღმდეგება წესები და რომლის დროსაც არ წარმოიქმნება მოთამაშეებს შორის ფიზიკური კონტაქტი, რომელსაც ვერ აარიდებს თავს.

4.1.2. მოწინააღმდეგე გუნდის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გამოაცხადოს დარღვევა, რისთვისაც უნდა ხმამაღლა თქვას “დარღვევა” .

4.1.3.თუ გუნდი, რომლის წინააღმდეგაც გამოცხადდა დარღვევა, არ ეთანხმება, მის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გამოაცხადოს “არ ვეთანხმები” .

4.2. დამბლოკველის დარღვევა.

4.2.1. დამბლოკველის დარღვევებში შედის:

4.2.1.1. “ფასტ კაუნტ” – დამბლოკველი:

4.2.1.1.1 იწყებს ათვლას სანამ დისკი ჯერ არ არის ცოცხალი

4.2.1.1.2. არ იწყებს ათვლას სიტყვით “ სტოლინგ”

4.2.1.1.3. ითვლის 1 წამზე ნაკლები ინტერვალით

4.2.1.1.4 არ გამოაკლებს 2 წამს სტოლ-თვლიდან დამბლოკველის ნებისმიერი პირველი დარღვევის შემდეგ.

Mobirise