free html website templates

ორმაგი დისკი

DDC- შეიძლება ვითამაშოთ, როგორც ღია ცის ქვეშ ასევე შენობაშიც. სათამაშო მოედანი შედგება 2 კვადრატული მოედნისგან 13 მეტრი სიგრძის გვერდით, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისგან 17 მეტრით. კვადრატების საზღვრები სასურველია მონიშნული იყოს მკვეთრი ფერის ლენტით.თამაში მიმდინარეობს 2 დისკით, რომელთა წონა არის 110 გ თითო .
თამაშში მონაწილეობს 2 გუნდი, 2 კაცით თითო გუნდში. ყოველი გუნდი იცავს თავის კვადრატს .
თავდასხმა  
თავდამსხმელი მოთამაშე (მოთამაშე დისკით) ცდილობს ისე ისროლოს დისკი, რომ
1. დისკი დაეცეს და დარჩეს მოწინააღმდეგე გუნდის კვადრატში .
2. ორივე (ან ერთი ) მოწინააღმდეგე ერთდროულად მოხვდეს შეხებაში ორივე დისკთან.
თავდაცვა
თავდამცველები ცდილობენ:
1. დაიცვან თავიანთი კვადრატი- დაიჭირონ დისკი თავის კვადრატში დაცემისგან.
2. არ შეეხონ ორივე დისკს ერთდროულად 
თქვენი მოწინააღმდეგე იღებს 1 ქულას თუ:
1. თქვენ გივარდებათ დისკი
2. დისკი დაეცა და დარჩა თქვენს კვადრატში
3. თქვენი ნასროლი დისკი გაფრინდა კვადრატების გარეთ.
თქვენი მოწინააღმდეგე იღებს 2 ქულას თუ:
1. თქვენი გუნდის წევრი შეეხო ერთდროულად ორ დისკს.
2. ერთი დისკი გიჭირავთ თქვენ, მეორე კი დაეცა და დარჩა თქვენს კვადრატში.
3. ორივე დისკი დაეცა და დარჩა თქვენ კვადრატში.
ერთი დისკი დაეცა თქვენ კვადრატში და დარჩა იქ , ხოლო მეორე დისკი ისროლეთ კვადრატის ფარგლებს გარეთ.
Mobirise