free portfolio website templates

გ ა ტ ს ი

აღნიშნული თამაში შედგება ორი გუნდისგან. (როგორც , მსროლელთა ასევე მიმღებთა რიგებში , მოთამაშეების რაოდენობა უნდა უტოლდებოდეს ხუთ სპორტსმენტს) გუნდები დგანან ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს . მათ შორის მანძილი უნდა უდრიდეს 14 მეტრს . სპორტსმენები ერთმანეთისგან უნდა იყვნენ დაშორებულები ერთი გაშლილი ხელის დისტანციაზე . მსროლელმა გუნდმა დისკი არ უნდა ისროლოს მიმღები გუნდის მოთამაშის გაშლილი ხელის მაღლა, მარცხნივ ან მარჯვნივ და მუხლს ქვემოთ . ამ წესის დარღვევის შემთხვევაში , მიმღებ გუნდს დაეწერება 1 ქულა . ასევე , მიმღები გუნდის მოთამაშეს , აქვს უფლება დისკი დაიჭიროს მხოლოდ ერთი ხელით ან დაარტყას , სხეულის ნებისმიერი ნაწილი და შემდეგ უნდა დაიჭიროს ცალი ხელით . იმ შემთხვევაში თუ მიმღებმა გუნდმა ვერ დაიჭირა დისკი , მსროლელ გუნდს ეწერება 1 ქულა , ხოლო დაჭერის შემთხვევაში , მოთამაშეები განაგრძობენ თამაშს . თამაში მიმდინარეობს 21 ქულამდე , იმ შემთხვევაში თუ ქულებს შორის სხვაობა აღემატებას 2 ქულას .